-share.jpg)
ახლახან 93 წლის ასაკში ცნობილი სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა.
ია ფარულავა მას განსაკუთრებულად გამოემშვიდობა სოციალურ ქსელში, „მშვიდობით, მედიკო დედიკო!“, დაწერა იამ.
მსახიობს თავისი ამ ფრაზის ახსნამ ვიდეოს საშუალებით მოუწია:
„ხალხი დაიბნა, ვერ გაიგეს, ვინ გარდაეცვალა იას, ზოგმა დეიდაო, მამიდაო, დედაო. მედიკო ამირანაშვილი იყო მამაჩემის პირველი ცოლი. მისი შვილი, მარინე ფარულავა არის ჩემი და. ბავშვობიდან ვმეგობრობთ მედიკოსთან და მე და ჩემი ძმა მას ბავშვობიდან ვეძახდით მედიკო დედიკოს. ის იყო ჩვენი მეორე დედა…“ წერს ფარულავა.
სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025