06/11/2021
12:31
საზოგადოება
„მე ხაზარაძეს მივწერე ეს წერილი, კი არ მითქვამს, გაასაჯაროვე–მეთქი. არც მის გვერდით ვდგავარ და არც არავის გვერდით არ ვდგავარ. ყველაფერი ჩაიწერე, დეტალურად აგიხსნი, რისი თქმა მინდა:
30 წლის განმავლობაში არ ვიცოდი, როგორი იყო თვითმმართველი მერი, ყველა მერი დამოკიდებული იყო ზემდგომებზე და ახლა აღმოჩნდა თვითმმართველი რეალური მერი, რომელიც თავისი გამოსვლებითა და მიდგომებით მომეწონა. მინდა, რეალურად თვითმმართველი მერი ვნახო.
ეს არ ნიშნავს ვიღაცის წინააღმდეგ წასვლას და არც ოპოზიციონერობას.
ჩვენ მივდივართ წალენჯიხაში თვითმმართველობის სწორედ გამოყენებისთვის და არა ვიღაცის წინააღმდეგ.
მინდა, ვაჩვენო, რომ თვითმმართველობა და ინტელექტუალური კოალიცია არის სწორი გზა. ეს არის ჩემი მიზანი.
მე იქ ბიზნესი არ გადამაქვს. „ლეგოს“ ქარხანა კი არ მაქვს, დავშალო და ავაწყო”, – უთხრა “ფორტუნას” ჭყონიამ.
მისი თქმით, იგი წალენჯიხაში ნამყოფი არ არის.
„რამდენი მერია საქართველოში, არც ერთ მერს ვიცნობ ამის გარდა.
ქობულეთში მაქვს სასტუმრო, როგორც იცით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქობულეთში ბიზნესი მაქვს გადატანილი.
იქაც მინდა რაღაცების შეთავაზება გავაკეთო.
წინა მერების შემთხვევებში გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველი ჰქვია. დამოკიდებულები არიან ზემდგომებზე და ზემდგომის ზემდგომებზე.
თუ მომეწონა და კარგი ფასი იქნება, მეც შევიძენ წალენჯიხაში ბინას თუ დამჭირდა. შეიძლება ისეთი სტუმართმოყვარე ხალხია, არ დამჭირდეს შეძენა და ღამე გამათენებინონ. ტაძარია არაჩვეულებრივი, როგორც ვნახე წალენჯიხაში მაცხოვრის ფერისცვალების, მე-10 საუკუნის. მინდა, მოვინახულო და დავეხმარო, თუ რამით შევძლებ. მინდა, ჩავერიო ისეთ ამბებში, სადაც თვითმმართველი მერი მიიღებს დამოუკიდებელ და სწრაფ გადაწყვეტილებებს.
მე ვინმეს კი არ ვეჯიბრები, მომწონს, რომ პირველად 30 წლის განმავლობაში თვითმართველობის სწორი დანიშნულების მაგალითი გვაქვს.
თვითმმართველობა აქვს ყველას, მაგრამ რეალურად არავინ არის თვითმმართველი“, – განაცხადა ჭყონიამ „ფორტუნასთან“.
0
0