„მე სრულიად ვასრულებ... მე მოვედი ხელისუფლებაში და დამიჭირა მხარი „ოცნებამ“, „ოცნების“ ამომრჩეველმა და არა მხოლოდ მისმა ამომრჩეველმა, იმიტომ რომ ვიყავი ევროპელი, პროევროპელი“ - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა, რადიო „სივრცის“ მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც მისივე განცხადებიდან გამომდინარეობდა.
კერძოდ, შეკითხვა ეხებოდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „დემოკრატიის პირველი წესია, უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია“.
კითხვაზე, ასრულებს თუ არა პრეზიდენტი დღეს იმ ხალხის დავალებას, ვინც ის აირჩია, ზურაბიშვილი ამბობს, რომ „სრულიად ასრულებს“.
„მე სრულიად ვასრულებ... მე მოვედი ხელისუფლებაში და დამიჭირა მხარი „ოცნებამ“ და „ოცნების ამომრჩეველმა“ და არა მხოლოდ „ოცნების“ ამომრჩეველმა, იმიტომ რომ ვიყავი ევროპელი, პროევროპელი და მომხრე დამოუკიდებელი პროევროპული, პროდასავლური საქართველოსი. არავიან არ ამირჩია მე იმისათვის, რომ საქართველო რუსეთისკენ წამეყვანა. არც ერთი არ არის არჩეული და არც ერთი არ არის მოყვანილი იმისათვის, რომ წაიყვანოს ქვეყანა იმ კურსით, რომელიც არ წერია კონსტიტუციაში. ასე რომ 72 წელია, თითქმის, 2 წელი გამოვაკლოთ, რაც ვარ პროევროპელი და რაც ვიცავ პროევროპულობას და მე არ შევცვლილვარ“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0