27/06/2023
12:22
მსოფლიო
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რუსეთში შეიარაღებული აჯანყების მცდელობის დროს, გასცა ბრძანება ჯარის სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე მოყვანა, იუწყება ტელეგრამის არხი "Pul Pervogo" პოლიტიკოსის გამოსვლიდან მინსკში გენერლების ეპოლეტების გადაცემის ცერემონიალზე.
„მე გავეცი ბრძანება, რომ ჯარი მზადყოფნაში მოეყვანათ” - თქვა ლუკაშენკომ.
მან აღნიშნა, რომ მისთვის „მტკივნეული იყო“ სამხრეთ რუსეთში მომხდარი მოვლენების ყურება.
„ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ ისინი გულთან მიიტანა. რადგან სამშობლო ერთია. ჩვენი სამშობლო კი არის ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე - ეს არის მიწა, თავისუფლება და ჩვენი ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს, ისტორია ახსოვს: ბელარუსებმა იციან როგორ დაიცვან თავიანთი მიწა. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ყველა გამოწვევაზე ძლიერები“, - განაცხადა ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა.
მისი თქმით, „ფერადი რევოლუციები არ ხდება, თუ ქვეყანაში ამის მიზეზები არ არსებობს“.
0
0