21/10/2022
18:37
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ნიკა ობოლაძე, რომელმაც პარტია დღეს დატოვა სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში არავისთან არაფერი პიროვნული გასაყოფი არ მაქვს.
რაც შეეხება საქმეს:
ნაწილი დამიჯერებთ, ნაწილი არა, ნაწილი იტყვით ეგ ისედაც ცხადი იყო და გარედანაც ჩანდაო, ნაწილი არასდროს დაუშვებთ ჩემი ნათქვამის სისწორეს - მაგრამ ჩემი პოზიცია უნდა ვთქვა.
1. ნაციონალურ მოძრაობაში არ არსებობს ინსტიტუციონალური მექანიზმი პოლიტიკაზე საუბრის და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების.
პოლიტსაბჭო ფორმალურია, 120 კაციანია.
თითეულმა ადამიანმა სულ 5 წუთი რომ ისაუბროს, ეს ჯამში 600 წუთია, ანუ 10 საათიანი სხდომა გამოდის.
2. არაფორმალურ გარემოშიც ურთულესია პოლიტიკზე საუბარი.
შეიძლება ისაუბრო სურვილებზე, ინტერესებზე, ინტრიგებზე, შეიძლება ისაუბრო ქაოტურად, გადახტე თემიდან თემაზე ... მაგრამ არ არის გარემო, სერიოზულად და მშვიდად იმსჯელო, გააანალიზო და დაგეგმო პოლიტიკა.
3. თუ ასეთი რამ მოხდა და პოლიტიკური ანალიზით რაღაც დასკვნამდე მივედით, საუბარს არ მოყვება ქცევის შეცვლა - საუბარს არ მოყვება საქმე.
არაფერი იცვლება, თითქოს გუშინ არც გვისაუბრია.
4. ნაციონალურ მოძრაობაში 1.5 წლიანი ყოფნის დროს უმარავი დრო და ენერგია დამიხარჯავს 'შიგნით რაღაცის მტკიცებაში', პრობლემებზე და გამოსავალზე საუბარში. ბევრჯერ აღმოვჩენილვარ მართალი, მაგრამ არც ეს გამოცდილება ცვლიდა დამოკიდებულებას და ინტერესებს.
5. ამიტომ გადავწყვიტე საჯაროდ მესუაბრა.
რამდენიმე კვირის წინ გავაჟღერე იდეა კრიზისიდან გამოსვლის გზაზე - პრაიმერისზე, რაზეც რეაქცია იყო არა კონტრარგუმენტი, არამედ იგნორი.
ანუ ვთქვი საჯაროდ რაღაც და პასუხად მივიღე დუმილი.
ისევე როგორც პარტიის მხრიდან მედიის ნაწილთან შედგა კომუნიკაცია, რომ ამ თემის აქტუალიზაცია არიყო მაინდამაინც სასურველი.
ანუ, თუ რამე 'შიგნით' უნდა მეთქვა - ვამბობდი, ვთქვი საჯაროდაც.
ახლა უკვე წარსულია რა და როგორ იყო.
წინ გავიხედოთ.
ახლა საკითხი დგას ასე:
1. ოპოზიციაში არის თუ არა ნდობის სრული კრიზისი ?
არ არის და ჩვენ, ნაწილს გვეჩვენება ასე? - თუ, არის?
2. თუ ეს კრიზისი არის, როგორ უნდა დავძლიოთ ?
(მე მქონდა პრაიმერისის/ შიდა პარტიული არჩევნების იდეა)
ჩემი აზრით ოპოზიციის ფუნდამენტური გადატვირთვის გარეშე ოცნებას ვერ დავათმობინებთ ძალაუფლებას.
2018 - საპრეზიდენტო არჩევნები
2019 - პროპორციულის დაპირება
2020 - საპარლამენტო არჩევნები
2021 - თვითმმართველობის არჩევნები
2022 - ევროპული არჩევანი
მოგვპარეს.
და ფაქტია ვერ დავიცავით საკმარისად.
რა გარანტიაა რომ ფუნდამენტური გადატვირთვის გარეშე, იგივე ფორმაციით, იგივე სახეებით, ახალი პოლიტპატიმრებით, გამოწურული ინერგიით, კომპეტენციის ნაკლებობით და მუდმივი ბუნდოვანებით - შემდეგი საპარალემტო არჩევნებს მოვიგებთ და რომც მოვიგოთ - შედეგებს დავიცავთ.
NDi -ს კვლევის მიხედვით, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების 68% ამბობს რომ ოპოზიცია არ ემსახურება მის ინტერესებს.
ამიტომ, თუ არაფერი შევცვალეთ, უფრო სწორად თუ ძალიან ბევრი რამე არ შევცვალეთ, მიშა და ნიკაც ციხეში ჩარჩება და ქვეყანაც საბოლოოდ გაუშვებს ხელიდან ყველანაირ შანსს.
მე აღარ წარმოვადგენ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ როგორც ერთ ადამიანს, აუცილებლად მიმაჩნია ოპოზიციურ ფლანგზე დიდი, შიდადემოკრატიული, კონკურენტული პროცესის წამოწყება - ოპოზიციური პრაიმერისი
ეს პროცესი მოიტანს
ერთობას
იდენტობის გამოკვეთას
ნდობის დაბადებას
მორალურ და პრაგმატულ სიცხადეს
და გამარჯვებას
სხვა შემთხვევაში გამოდის რომ ოპოზციური პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის ამოცანა სტატუს-კვოს შენარჩუნებაა და არა, თუნდაც საკუთარი ოპოზიციური გავლენის სამართლიანად დათმობის რისკის ხარჯზე - გამარჯვების მოპოვება“, - წერს ნიკა ობოლაძე.
0
0