01/08/2022
12:18
სოც-ქსელები
მამუკა ონაშვილის გარდაცვალებას მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.
„პატარა ბავშვი ვიყავი, ბნელ 90 იანებში. მაშინ ჩემს პროფესიას აზრი არ ქონდა. არვინ მიჭერდა მხარს, იმ შავ ბნელეთში, რა სიმღერა, რის სიმღერა...
მაშინ მამუკა ონაშვილი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული არტისტი იყო. ერთადერთი ვინც ყურადღებას მაქცევდა და ჩემი ნერვი ქონდა იყო მამუკა ონაშვილი.
ამიტომ მამუკაზე სულ ეს ბავშვობის მოგონება მაქვს, რამდენად უშუალო და გულკეთილი ადამიანი იყო.
მშვიდობით ძვირფასო მეგობარო, წარმოუდგენლად დაგვწყვიტე გული. ყველა ოდესღაც წავალთ, მაგრამ შენ ძალიან ადრე წახვედი....“ - წერს სტეფანე მღებრიშვილი.
ცნობისთვის, მამუკა ონაშვილი დღეს, 1 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი ავარიაში მოყვა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოტავსებული.
0
0