
9 წელია, დუშეთში გაუჩინარებულ ახალგაზრდას, გურამ დადიანიძეს უშედეგოდ ეძებენ.
როგორც „სფეისნიუსს“ სოფო ბიბილაშვილი უყვება, მისი შვილი 2014 წელს თბილისიდან, ლომისობის დღესასწაულზე, ექსკურსიაზე იმყოფებოდა და როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, სოფელ ქვემო მლეთაში მოულოდნელად გაუჩინარდა. ოჯახს არანაირი ვერსია არა აქვს, თუ სად შეიძლება წასულიყო იგი. სოფო ბიბილაშვილი დახმარებას ითხოვს.
„გურამი მაშინ 17 წლის იყო. არ ვიცი რა მოხდა.... ექსკურსიაზე იმყოფებოდა და მოულოდნელად გაუჩინარდა. მისი პოვნის იმედს არ ვკარგავ.... ვის არ მივმართე, მაგრამ უშედეგოდ. სად არ ვიარე - მონასტრებში და მთელი საქართველო შემოვიარე, თუმცა არსად არ ჩანს. გურამი ახლა 27 წლის უნდა იყოს. ვის უნდა მივმართო, ძებნა რომ განახლდეს? მაინცდამაინც მთავრობის წინ დავდგე და ბენზინი გადავისხა?! თუ გამოსავალი არ დამრჩა, ამასაც ვიზამ... ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დამირეკეთ ამ ნომერზე - 599 77 76 63, გთხოვთ“,- აცხადებს „სფეისნიუსთან“ დაკარგულის დედა.
0
0