
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვირუსული ინფექციის “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებასთან დაკავშირებით, განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ინფექციამ აფრიკაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იფეთქა. "მაიმუნის ყვავილმა" 13 ქვეყანა მოიცვა.
ემუქრება თუ არა საქართველოს ეს ინფექცია და როგორ ხდება მისი გავრცელება?
“დამახასიათებელი სიმპტომი არის მაღალი ცხელება და ძალიან უცნაური გამონაყარი, რომელიც ფიქსირდება ხელის გულებსა და ფეხის გულებზე. გადამდებია, ეს არის ზოონოზური ინფექცია, ძირითადად გადამდებია ცხოველებისგან და ასევე - დაბინძურებული ცხოველის, ან ადამიანის სითხე, ყველანაირი გამონაყოფი - ეს იქნება ნერწყვი, სპერმა, შარდი და ა.შ. ძირითადად, გადადის ძალიან მჭიდრო კონტაქტით. შესაძლოა შევხვდეთ ოჯახის შემთხვევებსაც, ამიტომ პირველი, რაც არის აუცილებელი - დისტანცირება და ცოტა მეტი თავდაცვა,“ - აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი რუსთავი 2-თან.
0
0
რომის პაპი დაკრძალეს
26/04/2025