31/08/2023
09:09
მსოფლიო
30-31 აგვისტოს, წლის ყველაზე დიდი და კაშკაშა მთვარის დანახვა მთელი მსოფლიოდან იყო შესაძლებელი. ეს იშვიათი სანახაობაა და ცნობილია, როგორც „ლურჯი სუპერმთვარე“. ამის შესახებ BBC წერს და სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
[სამხრეთ აფრიკა:]
ამ დროს მთვარე ჩვეულებრივზე დიდი და კაშკაშაა. ეს იმიტომ ხდება, რომ ის დედამიწის გარშემო ორბიტაზე მოძრაობისას, მასთან უახლოეს წერტილში მოექცა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღამე მთვარე ლურჯად ჩანდა.
მთვარის სახელს არაფერი აქვს საერთო ფერთან, მაგრამ ასე ჰქვია, რადგან ის არ შედის დასახელებული მთვარეების ჩვეულებრივ სქემაში.
[ეგვიპტე:]
ჩვეულებრივ სავსე მთვარე თვეში ერთხელ ხდება, ანუ წელიწადში 12 გამოდის, მაგრამ მთვარის ფაზებს რეალურად 29,5 დღე სჭირდება, ანუ 354 დღე 12 ციკლისთვის.
ეს ჩამოუვარდება კალენდარული წლის 365/366 დღეს, ასე რომ, დაახლოებით ყოველ ორნახევარ წელიწადში ერთხელ, მე-13 სავსე მთვარე გამოჩნდება - ე.წ. „ლურჯი მთვარე“.
[ისრაელი:]
ბოლო „ლურჯი მთვარე“ 2021 წლის აგვისტოში იყო და შემდეგი 2026 წელს იქნება.
მაგრამ „ლურჯი მთვარისა“ და „სუპერ მთვარის“ კომბინაცია გაცილებით იშვიათია. ეს ბოლოს 2009 წელს მოხდა და მის ხელახლა სანახავად ლოდინი 2037 წლამდე მოგვიწევს.
[მოსკოვი:]
[სტამბოლი:]
0
0