04/11/2021
14:41
მსოფლიო
გაზეთ „ვეჩერნაია მოსკვა“-ში (Вечерняя Москва) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ლიმონათის მიშიკო“ (ავტორი - ალექსანდრე ხოხლოვი), რომელშიც ექს-პრეზიდენტის გნცხადებები და მისი „კამერული ცხოვრებაა“ მიმოხილული.
„საქართველოს გადასარჩენად არჩევნების მეორე ტურის წინ მიხეილ სააკაშვილმა თავგანწირული ნაბიჯი გადადგა - „მე არც წამლებს არ დავლევ და არც ანალიზებს აღარ ჩავაბარებო“. მისმა ადვოკატმა კი მთრთოლვარე და სასოწარკვეთილი ხმით წაიკითხა საკანში მყოფი პოლიტიკოსის „უკანასკნელი“ განცხადება - „თქვენზეა დამოკიდებული, მოვკვდები თუ გადავრჩები, ხმა „ნაციონალებს“ მიეცითო“. მაგრამ მისმა პარტიამ მაინც წააგო. რას იზამს ახლა ქართული ციხის უპირველესი პატიმარი - მოკვდება თუ გადარჩება? არ გადათქვამს თავის დაპირებას? გააგრძელებს ლიმონათის სმას?
ლიმონათის დიეტა, რასაკვირველია, ორიგინალურია. ასევე ორიგინალურნი არიან მისი მომხრეებიც, ვთქვათ, ნიკანორ მელია და მისი მოწინააღმდეგეებიც. არტისტულად იქცევიან.
ამას წინათ პირდაპირ ეთერში ნიკანორ მელიას უკნიდან ვიღაც მიეპარა და გადაპარსულ თავზე ხელი სთხლიშა. მელია გაეკიდა, მაგრამ ვერ დაიჭირა. მას არც ექიმებისთვის არ მიუმართავს. მაგრამ, როგორც ჩანს, თავზე დარტყმამ რაღაც კვალი მაინც დატოვა, რადგან მან უცნაური განცხადება გააკეტა - ძარჩევნები გავაუქმეთ, რადგან შედეგები პუტინის მსახურმა ივანიშვილმა მოგვპარაო“. გასაგებია, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სპონსორია, მაგრამ რა შუაშია ვლადიმერ პუტინი? განა რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე ფიქრით ათენებს და აღამებს? მაგრამ რას იზამ, ეტყობა, რომ ნიკა მელიას, ტვინი მართლაც შერყეული აქვს... ნიკა მელიას თანამზრახველმა გიორგი ბარამიძემ კი ახალი ლოზუნგი გადმოისროლა - „არა, ჩვენ პუტინის მონებს არ დავნებდებით!“.
ოპოზიციას რამდენიმე დღეში „დიდი მიტინგის“ გამართვა აქვს დაგეგმილი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკა კი არ არის, არამედ ისეთი სიტუაცია, ჩებურაშკას მულტფილმის გმირი რომ ამბობს - „თავგადასავლების გარეშე ცხოვრება არანაირად არ შეგვიძლია“. არადა, უფრო სწორი იქნებოდა კომედიის გადაღება სახელწოდებით „ლიმონათის მიშიკო“.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025