17/11/2023
20:24
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი მიჩნევს, რომ ლგბტ ასევე არის საზოგადოების ნაწილი და მათ აქვთ კულტურული კონკურსების მოგების უფლება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სანქტ-პეტერბურგში გამართულ კულტურულ სამიტზე განაცხადა.
პუტინის თქმით, დასავლეთის ქვეყნებში ლგბტქ ადამიანები, სავარაუდოდ, იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსებში, რადგან ისინი აჩვენებენ „სექსუალური უმცირესობების“, „ტრანსგენდერების“ ან „ტრანსფორმატორების“ ცხოვრებას. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ „ამ თემებს“ და „ამ ხალხს“ ასევე აქვთ „გამარჯვების, თქმის, ჩვენების“ უფლება, რადგან ისინიც არიან „საზოგადოების ნაწილი“.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა, რუსეთში „საერთაშორისო ლგბტ სოციალური მოძრაობის“ აკრძალვა და იგი „ექსტრემისტულად“ აღიარა. სასამართლო პროცესი 30 ნოემბერს არის ჩანიშნული.
0
0