26/05/2023
17:55
პოლიტიკა
პარტია „ლელოს” დეპუტატებმა, პარლამენტის შენობიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
როგორც „ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, დროშა მხოლოდ დეკორაცია არ არის, ეს არის პოლიტიკური გზავნილი და განაცხადი.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტის ფასადზე ამ დღეს ადგილი ევროკავშირის დროშისთვის ვერ მოიძებნა. ეს არ არის მხოლოდ დეკორაცია, დროშა - ეს არის პოლიტიკური გზავნილი და განაცხადი”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არის იმ პარლამენტის თავმჯდომარე, „რომლის ცხვირწინ ევროკავშირის დროშა დაწვეს და მას ამაზე შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია.”
„როგორც ჩანს, შალვა პაპუაშვილს ზედმეტად მიაჩნია, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის სიმბოლიკაში იყოს, ის დროშა, რომელიც ევროკავშირის და ქართველი ხალხის ევროკავშირისკენ სწრაფვას ასახავს. შარშან არ იყო ის დროშა პარლამენტის წინ?! გვახსოვს, რომ ფასადზე და ყველგან საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშაც იყო. შევახსენებდი, რომ შალვა პაპუაშვილი არის იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის ცხვირწინ ევროკავშირის დროშა დაწვეს და მას არ ჰქონია, ამაზე შესაბამისი რეაგირება.
ასევე, სახელმწიფოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის რამდენჯერმე დაწვაზე, დღემდე ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია და ახლა პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ზედმეტია ევროკავშირის დროშა ფასადზე, რადგან წინ არის ხომ?”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები.”
0
0