
როგორც ჩანს, „ლელოს“ შემადგენლობაში სერიოზული შეშფოთება არსებობს ლევან ხაბეიშვილის ფიგურასთან დაკავშირებით და ურჩევნიათ, ცალკე იდგნენ, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობით ისედაც მწირე რესურსები უფრო დაამსხვრიონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება გადაწყვეტს, რამდენად არსებობს ახალი ცენტრის შექმნის რესურსი.
„რასაკვირველია, ოპოზიციურ ფლანგზე ნებისმიერი ცენტრის შექმნა, ახალი ცენტრის შექმნა არ იქნება ის თემა, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან სუბიექტის მიმართ მისალმებას ან ქედის მოხრას გამოიწვევს, მაგრამ პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღება ნამდვილად იქნება. ეს ფაქტია. რამდენად არსებობს რესურსი, ამას საზოგადოება გადაწყვეტს. ვერ ვიტყვი, რომ „ლელოს“ აქვს რესურსი, შექმნას გარკვეული ფლანგი, რომელიც გააწონასწორებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჯერჯერობით მათი პოზიციები ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს გინდ საგარეო და გინდ საშინაო კურსთან დაკავშირებით და არ ჩანს სხვაობა, მაგრამ როგორც ჩანს, „ლელოს“ შემადგენლობაში მაინც სერიოზული შეშფოთება არსებობს თავად ლევან ხაბეიშვილის ფიგურასთან დაკავშირებით, რომლის უკან კეზერაშვილის თემაა, იგივე ვანო მერაბიშვილის არსებობა, რომელმაც სადისტური რეჟიმის შექმნაში მთავარი მონაწილის როლი შეასრულა. ამ ვითარებაში „ლელოს“ ურჩევნია, ცალკე იდგეს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობით კიდევ უფრო დაამსხვრიოს თავისი ისედაც მწირე რესურსები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025