26/10/2021
16:11
პოლიტიკა
როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილს სჭირდება კვალიფიკაციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსება.
„მიხეილ სააკაშვილის შიმშილობიდან 26-ე დღეა. რა თქმა უნდა, ამ დღეების განმავლობაში შიმშილობის შედეგი სახეზეა, თუმცა, ის ძალიან მხნედ არის და პოლიტიკურ ფორმას ინარჩუნებს.
უკვირთ რომ ამდენი დღე ადამიანი ასე უძლებს. გარდა იმ სიისა, რაც კონსილიუმმა მიაწოდა, არაფერს ზედმეტად არ იღებს, პრეპარატების და სითხეების გარდა. მინდა გითხრათ, ამ სიაში არც ქაბაბი და არც ხინკალი ნამდვილად არ არის. იქ, სადაც სააკაშვილი იმყოფება, ყველგან დამონტაჟებული დღის და ღამის ხედვის კამერები, ასე რომ მისი გადაადგილება ციხის ტერიტორიაზე სრულად კონტროლდება, არის ხმის ჩამწერი კამერებიც.
თვითონ ძალიან კარგად იციან რას მიირთმევს მიხეილ სააკაშვილი. თუ ის რამეს ჭამს, შეუძლიათ გამოაქვეყნონ და გვაჩვენონ, ეს არის ხელისუფლების მორიგი „ფეიკი“, როგორც მათ სჩვევიათ. ჯობია იფიქრონ მის ჯანმრთელობაზე, მას დასჭირდება კვალიფიკაციური ექიმების მკურნალობა და ზედამხედველობა ისეთ კლინიკაში, სადაც კონკრეტული აღჭურვილობა არსებობს იმისათვის, რომ ჩატარდეს ფუნდამენტური კვლევები, ასეთი ტიპის მოშიმშილე ადამიანისთვის. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ამიტომ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან, დაუჯერონ ექიმებს, კონსილიუმს, სახალხო დამცველს და გააკეთონ ის, რაც საჭიროა “, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
0
0