31/05/2023
11:53
პოლიტიკა
„პალიტრის“ ჟურნალისტმა, მერაბ მეტრეველმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ეხება სახელმწიფოს მოთხოვნას იურიდიული პირებისადმი, რომ მათ წლის ბოლომდე თავიანთი ორგანიზაციები თავიდან გადაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, რაშიც 200-დან 400 ლარამდე უნდა გადაიხადონ.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ეს რეგულაცია წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროსაა მოფიქრებული.
„ახლა მომწერეს და მართლა ასეა?
“გამარჯობა..სახელმწიფომ ამ წლის ბოლომდე მისცა ვადა ყველა იურიდიულ პირს, რომ თავიანთი ორგანიზაციები თავიდან გადაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში , თან რეესტრში უნდა მივიდეს ყველა დამფუძნებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაციას გააუქმებენ. თან 200 დან -400 ლარამდე უნდა გადაიხადოს. როგორც ხედავთ ვიღაცეები არაფრისგან,.. დიდ ფულს იღებს მოსახლეობიდან . მერამდენედ ” წველიან” მოსახლეობას. ასიათასობით იურიდიული პირია. ეს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეეხება. რამოდენიმე წლის უკანაც იყო მსგავსი, წულუკიანის “მოფიქრებულია” ეს. მისი იუსტიციის მინისტრობის დროს.. ნორმალურმა ადამიანებმა წესით ეს უნდა გააპროტესტონ , თუ ცხვრები არ არიან. ეს ამბავი უნდა გახმაურდეს, ხალხის ყურამდე კარგად უნდა მიიტანოთ და გააგებინოთ როგორ ნაგლად პარსავენ ხალხს. იქნებ სერიოზული პროტესტი გამოიწვიოს, ან მინიმუმ ამ ხელისუფლების მიმართ კარგი განწყობა აღარ ექნებათ“ , – წერს მეტრეველი.
ამ პოსტს კომენტარში გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წუკულიანი.
„მატყუარა რომ ხართ ბრჭყალების გარეშე, ამას რა ეშველება?😂 ეგეთი გამოგონება არ მქონია. რაც მქონდა, რეფორმები ერქვა და კი დატრაშუნებთ უვიზოდ ფონ კრამუნთან, რაც, ოცნების ბევრ სხვა ძალისხმევას შორის, მაგ გამოგონებების დამსახურებაცაა. თუ მოგენატრეთ, ღიადა თქვით, რაღა.😂😂😂 რა საჭიროა ტყუილი. სასაცილო ფრენდი ესა“ , – აღნიშნავს წულუკიანი.
0
0