
„მე არ ვარ ქართველი, მაგრამ პირველი წესი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას ვისწავლე, ხინკლის ჭამა იყო“, – ამბობს სერგეი შირინსკი, რომელიც თავის თავს ექსპერტად მოიხსენიებს.
როგორც წესი, ხინკალი მოხარშული საქონლისა და ღორის ხორცის, მწვანილისა და სანელებლების ნაზავით მზადდება, შემდეგ მას სუფრაზე ცხლად მიტანილს მიირთმევენ. ქართული ხინკალი ეროვნული სიმბოლო და ქართული სამზარეულოს სიამაყეა; ის ხშირად ხდება ვახშმისას სუფრასთან მსხდომთა „დებატების“ საგანი.
"პირველი წესი, რომელიც უნდა იცოდეთ არის ის, რომ მას მხოლოდ ხელით [სუფრის ატრიბუტების გარეშე] მიირთმევენ.
„როგორც წესი, ხინკლის ჭამისას საჭიროა მისი დაჭერა ხისტი ცენტრალური ნაწილით, სადაც ცომის გროვაა დარჩენილი და შემდეგ შესაძლებელია ხინკლის ცენტრის გარშემო ტრიალით შეჭმა და, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ცომიდან გამოსული წვენის წრუპვა", - ამბობს შირინსკი.
მეორე წესი სანელებლებს ეხება. „წიწაკის გარდა ხინკალს სხვა რამეს თუ დაამატებ, შეიძლება ციხეში მოხვდე საქართველოში“, - ხუმრობს შირინსკი.
საქართველოში ხინკლის ზუსტი წარმომავლობა გაურკვეველია, თუმცა ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში მას, ქალაქებსა და სოფლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამზადებდნენ; სხვადასხვა რეგიონში ჯერ კიდევ კამათობენ იმაზე, თუ ვინ გამოიგონა და ვინ აკეთებს მას საუკეთესოდ. თანამედროვე ვერსიები მოიცავს შიგთავსის სხვადასხვა ვარიანტს, როგორიცაა „სულგუნი“ [ქართული ყველის სახეობა], სოკო და კარტოფილი.
ხინკლის დამზადება ჰიტად იქცა ტურისტებს შორისაც. საქართველოში ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი ჩამოდის - ძირითადად, ქართული სამზარეულოს დასაგემოვნებლად.
დედაქალაქ თბილისში, პენსიაზე გასული ექიმი ირინა ჯანდიერი თავის მისაღებში სამზარეულოს კურსებს წარმოგვიდგენს:
”ხინკლის მომზადება სახალისო, მომხიბლავი პროცესია და, საბოლოოდ, ძალიან გემრიელი გამოდის”, - ამბობს ის.
„ყოველ კვირას ოჯახში ხინკლის დღე გვაქვს... ხინკლის ჭამა მეგობრებთან და ნათესავებთან შეკრების დიდი საბაბია. ხინკალი მხოლოდ კერძი კი არ არის, არამედ ის ქართული კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია“, - ამბობს თბილისელი ცეკვის მასწავლებელი ქრისტინე მამასახლისი.
0
0
სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს
08/04/2026