12/04/2023
13:59
პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის რეპორტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია. დგანან მერე და თან ჭკუას გასწავლიან. არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი. „ოცნება“ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ „ნაცები“ არ უნდა მოვუშვათ!“, - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, BBC-ის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი Milton-ის ჯგუფთან არის დაკავშირებული, რომელმაც ხალხს თაღლითური გზით მილიარდამდე დოლარი გამოსძალა.
როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, თაღლითური ჯგუფის მონაწილეები მოქალაქეებს ურეკავენ და სხვადასხვა ბიზნეს-პროექტში მონაწილეობას სთავაზობენ. მათი სამიზნეები, ძირითადად ხანში შესული ადამიანები იყვნენ. ნაწილმა ფული ადრე დაკარგა, მაგრამ თაღლითები იმ ფულის დაბრუნებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ და დამატებით თანხებს სძალავდნენ.
Milton-თან კეზერაშვილის გარდა დაკავშირებული არიან, ასევე, ბიზნესმენები დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიამინი.
0
0