11/12/2022
09:18
მსოფლიო
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ისლამს „რუსეთის განუყოფელი ნაწილი უწოდა“.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „დამსახურებით“ რუსეთში მუსულმანების უფლებები მკაცრად არის დაცული.
„დღეს ისლამი რუსეთის განუყოფელი ნაწილია. აქ, გვერდიგვერდ, სხვა რელიგიურ კონფესიებთან ერთად, თითქმის 15 მილიონი მუსლიმი მშვიდობიანად თანაარსებობს. რა თქმა უნდა, ამ ფენომენს შეიძლება ეწოდოს უნიკალური და რუსეთი ასეთი სახელმწიფოს იშვიათი მაგალითია. ვლადიმერ პუტინის კომპეტენტური და შორსმჭვრეტელი პოლიტიკის წყალობით, ყოველი მუსულმანის უფლებები ყველა დონეზე მკაცრად არის დაცული. ჩვენმა აქტიურმა სამოქალაქო პოზიციამ, ნამდვილმა პატრიოტიზმმა და ისლამის კანონებზე დაფუძნებულმა მორალურმა პრინციპებმა მოგვიტანა პატივი და პატივისცემა სხვა რელიგიისა და ეროვნების მიმდევართა შორის“, - განაცხადა კადიროვმა.
0
0