06/12/2022
18:19
ბადაგონი
„ბადაგონმა“ შექმნა ძალიან მაღალი დონის პროდუქცია. ქართული ღვინო და ქაშერი - ჩვენ მივიღეთ სასმელი, რომელმაც 6 საერთაშორისო პრიზი მოიპოვა“, - ამის შესახებ „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა და საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ, spacesnews - სივრცეების გადაცემაში - „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ განაცხადა.
იციკ მოშემ გადაცემაში ისაუბრა „ბადაგონის“ მიერ დამზადებულ ქაშერ ღვინოზე.
მისი შეფასებით, ასეთი ხარისხიანი და ყურადღებით დამზადებული ქაშერი ღვინო, როგორიც არაებრაელმა, გოგი სალაყაიამ დაამზადა, მსოფლიოში იშვიათია.
„ეს არის ფანტასტიკური მიქსი. ქაშერიც და ქართული ღვინოც, ათასობით წელს ითვლის. „ბადაგონის“ ქაშერი ორი დიდი, ძველი ტრადიციების შერწყმაა, რომელმაც ექვსი საერთაშორისო პრიზი მიიღო. ამაში, მე ვხედავ არა მხოლოდ ბიზნესს და არა მხოლოდ ღვინის ექსპორტს, ეს არის მაგალითი, და ნიმუში, რომელიც „ბადაგონმა“ გააკეთა ძალიან მაღალ დონეზე. მე ვიცი, ძალიან ბევრ ქვეყანაში აკეთებენ ქაშერ ღვინოს. ასეთი ხარისხიანი ქაშერი ღვინო, როგორიც არაებრაელმა, გოგი სალაყაიამ დაამზადა, იშვიათია“, - განაცხადა იციკ მოშემ.
იციკ მოშეს თქმით, „ბადაგონის“ მაგალითი, სტიმულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ქაშერ პროდუქციას ამზადებენ, რადგან ისრაელის ბაზარი საკმაოდ დიდია.
ცნობისთვის, „ბადაგონის“ ქაშერი ღვინო, მრავალი საერთაშორისო პრიზის მფლობელია და ის, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
0
0