„ის გაგვაერთიანებს“ - ტრამპს ყოფილი კონკურენტები მხარს უჭერენ - The Washington Post
დონალდ ტრამპის ყოფილი კონკურენტი, სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი, რესპუბლიკელთა ეროვნული კონვენციის მეორე დღეს სიტყვით გამოვა მას შემდეგ რაც მან მანამდე განაცხადა, რომ მილუოკიში ღონისძიებას არ დაესწრებოდა.
ასევე სიტყვით გამოვა ტრამპის კიდევ ერთი დამარცხებული ყოფილი კონკურენტი, რონ დესანტისი.
ნიკი ჰეილმა რესპუბლიკელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა მთხოვა, რომ ამ კონვენციაზე ერთიანობისკენ მოწოდებით მესაუბრა. ეს კეთილგანწყობილი მოწვევა იყო და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. დონალდ ტრამპს მტკიცედ ვუჭერ მხარს“, - თქვა ჰეილიმ.
ჰეილის განცხადებით, არსებობენ კონსერვატიული და რესპუბლიკელი ამომრჩევლები, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად არიან განწყობილნი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ და ტრამპის მხარდამჭერებს მათთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026