27/07/2023
23:30
პოლიტიკა
“ინტრიგა, სკანდალი, მაგრამ ინტრიგა და სკანდალიც არ არის ამაში” - ასე ეხმაურება გია ბარამიძის სატელევიზიო აღსარებას ენმ-სთან ინტეგრირებული გიორგი ვაშაძე.
ვაშაძე ამბობს, რომ ის ნაციონალურ მოძრაობაში მერაბიშვილ-კეზერაშვილის შესაძლო არაფორმალურ მმართველობაზე კომენტარს ვერ გააკეთებს და რომ შეუძლია მხოლოდ “გამარჯვების პლატფორმაზე” ისაუბროს.
"ინტრიგა, სკანდალი, მაგრამ ინტრიგა და სკანდალიც არ არის ამაში, იმიტომ, რომ ქვეყანა გვაქვს დასახსნელი რუსული რეჟიმისგან. ყველას, ვისაც ამ ბრძოლაში მონაწილეობა უნდა კარი ყველასთვის აბსოლუტურად ღიაა, მტერი გვყავს ხელისუფლებაში და არა უბრალოდ ჩვენს საზღვრებს იქეთ ჩრდილოეთ მხარე. მე შემიძლია გამარჯვების პლატფორმაზე ვისაუბრო, თვითონ უნდა დაინახოს თავის თავი ადამიანებმა, ჩვენ ძალით ვერ დავანახებთ ვერავის საკუთარ თავს, ამიტომ ყველა კარგად დაფიქრდით, ვინ რას აკეთებს, ჩვენი გზა უკვე არჩეულია, მივდივართ დიდი გამარჯვებისკენ ქართველ ხალხთან ერთად" - ამბობს გიორგი ვაშაძე.რა გავლენებით სარგებლობენ ნაცმოძრაობაში ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი - დასტურდება ის, რაზეც ნიკა მელია თვეების განმავლობაში საუბრობდა. აღიარებითი ჩვენება გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ნაცმოძრაობის ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან." - აცხადებს ვაშაძე.
0
0