26/04/2023
14:08
პოლიტიკა
„გუშინ გამოქვეყნებული პარტიული რეიტინგები წარმოადგენს იმ დისკრიმინაციის გაგრძელებას, რასაც ამერიკული ინსტიტუტები „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ 25 წლის განმავლობაში ეწევიან და არაფრით არ დაიღალნენ“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა IRI-ს კვლევის შედეგების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ საქართველოში მყოფი აშშ-ის წარმომადგენლობის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
„ანტიამერიკანიზმს ჩვენს პარტიას ვერავინ ვერ დააბრალებს, ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებას მოითხოვა. ამის მიუხედავად, იძულებული ვხვდებით, დავიწყოთ სარჩელის მომზადება აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური და საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების აქაური წარმომადგენლობის წინააღმდეგ ამერიკულ სასამართლოში შესატანად, რათა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს იმ დისკრიმინაციას, რომელიც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ხორციელდება“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
0
0