
„“ჰამასი“ "ბედნიერი" იქნება, თუ ისრაელს ღაზის სექტორში დარტყმების განხორციელების ნებას მისცემს, რადგან მისი მიზანი - ადამიანების წამება - უფრო გაფართოვდება,“ - თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, საიმონ მაიალმა.
”როდესაც შოკი ჩაცხრება, ისრაელი ღაზას ძლიერ მუშტს მოუქნევს და ჰამასის ერთ-ერთი მიზანიც ეს არის. მათ მოსწონთ „მოწამეების შექმნა“ და იციან, რომ ისრაელი ძალიან მკაცრად უპასუხებთ. მუსიკალურ ფესტივალზე შეკრებილებზე „ჰამასის“ თავდასხმა ადასტურებს, რომ დაჯგუფება გმირობის რეპუტაციის შექმნით კი არ არის დაინტერესებული, არამედ ისრაელისგან საპასუხო რეაქციის გამოწვევით.
მათ არ აინტერესებთ ეს [დადებითი რეპუტაციის შექმნა]. ისინი "ბედნიერი" იქნებიან, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმებს განახორციელებს,” - განაცხადა საიმონ მაიალმა.
0
0