19/01/2025
14:14
მსოფლიო
„ჰამასმა“ ტელეგრამზე გავრცელებულ ინფორმაციაში გაასაჯაროვა სამი მძევალი ქალის ვინაობა, რომლებიც, მათი თქმით, პირველები გათავისუფლდებიან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში.
ესენი არიან რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბრეხერი.
დორონ შტაინბრეხერი, 31 წლის, ვეტერინარი ექთანია, რომელიც თავის ბინაში იმყოფებოდა კიბუც კფარ აზაში, როდესაც „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმა განახორციელა.
ემილი დამარი, 28 წლის, რომელსაც ბრიტანეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მძევლად ასევე აიყვანეს კიბუც კფარ აზადან.
რომი გონენი 24 წლისაა, ის Supernova-ს მუსიკალური ფესტივალიდან გაქცევის მცდელობისას დაატყვევეს.
შეგახსენებთ, მანამდე ისრაელში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, ვიდრე ჰამასი იმ მძევლების სიას არ გაასაჯაროებს, რომელთა გათავისუფლებაც იგეგმება.
0
0