-share.jpg)
როგორც ცნობილია, 10 ოქტომბერს ღამით, ისრაელში ამერიკული იარაღის პირველი პარტია გაიგზავნა. სამხედროებს არ დაუკონკრეტებიათ, რა ტიპის შეიარაღება ან აღჭურვილობა მიიღეს მოკავშირისგან.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) აშშ-ს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ასევე მესამედ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და აღნიშნა, რომ „ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოზე“ სასტიკია და შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ ისრაელს სრულად დაუჭერს მხარს თავდაცვის საკითხში.
„ჰამასის“ მიერ ჩადენილი სისასტიკის აღწერისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირებმა ფესტივალიდან გაიტაცეს, დაწვეს და სიკვდილით დასაჯეს ათობით ბავშვი, თავი მოკვეთეს ჯარისკაცებს და დახოცეს ახალგაზრდები. მისი თქმით, ისრაელს არასოდეს უნახავს მსგავსი ბარბაროსობა ქვეყნის ისტორიაში. ნეთანიაჰუმ ასევე პირობა დადო, რომ დაასრულებს ომს, რომელიც ისრაელს არ დაუწყია.
ოფიციალური წყაროების თანახმად, ოთხდღიანი ომის შედეგად დაღუპულთა შორის 1000-ზე მეტი ისრაელელი და 770-ზე მეტი პალესტინელია. 2800-ზე მეტი ისრაელი დაშავდა, 50 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ან მძევლად არის აყვანილი „ჰამასის“ მიერ. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 4500-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაღუპულ პალესტინელებს შორის 140 ბავშვი და 120 ქალია.
0
0