
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „ჰამასის“ შეტევა ისრაელზე „გადასახადების გადამხდელი ამერიკელების დოლარებით ფინანსდება“, - ამის შესახებ ტრამპმა ისრაელში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
„ჰამასის ეს თავდასხმები სირცხვილია და ისრაელს სრული უფლება აქვს, საკუთარი თავი მძლავრად დაიცვას. სამწუხაროდ, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დოლარები დაეხმარა ამ შეტევების დაფინანსებას, რაც როგორც ბევრ ცნობაშია აღნიშნული, ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა. ჩვენ აბრაამის შეთანხმების საშუალებით ამდენი მშვიდობა მოვიტანეთ ახლო აღმოსავლეთში და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ გვენახა, როგორ გააქრობდა ის ამ შედეგს იმაზე სწრაფი ტემპებით, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა“, - წერს ტრამპი თავის სოციალურ პლატფორმაზე TRUTH SOCIAL.
როგორც Newsweek წერს, 2021 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ პალესტინას დახმარება აღადგინა და მაშინ მას 235 მილიონი დოლარი გამოუყო კრიტიკოსების გაფრთხილების მიუხედავად, რომ დახმარების აღდგენას შესაძლოა „ჰამასის“ ოპერაციებისთვის შეეწყო ხელი. სწორედ ამ აზრს იზიარებდა ტრამპიც.
თუმცა, როგორც Newsweek აღნიშნავს, ბაიდენმა მილიარდობით დოლარი ისრაელსაც გამოუყო.
0
0