31/10/2023
11:23
მსოფლიო
„17 წლის ნატალი რაანანი, რომელიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს გაიტაცა, გასულ კვირას გათავისუფლების შემდეგ ჩიკაგოში უსაფრთხოდ ჩავიდა“, - განაცხადა შუა დასავლეთში ისრაელის გენერალურმა კონსულმა იინამ კოენმა.
„მშვიდად ვარ, რომ ნატალი რაანანი ჩიკაგოში საკუთარ სახლს დაუბრუნდა. მისი ოჯახის წევრები მოუთმენლად ელოდნენ მის დაბრუნებას და დღეს მეც ვიზიარებ მათ ბედნიერებას. “, - წერს იინამ კოენი X-ზე.
„როდესაც ნატალის გათავისუფლებას ვზეიმობთ, გვახსოვს 239 მძევალიც, მათ შორის ჩვილები, ბავშვები, ქალები და მოხუცები, რომლებიც ღაზაში ჯერ კიდევ „ჰამასის“ მძევლები არიან“, - დასძინა კოენმა.
„ჰამასის“ ინფორმაციით, 17 წლის ნატალი რაანანი თავის 59 წლის დედა ჯუდითთან ერთად, "ჰუმანიტარული მიზეზების გამო", 10 დღის წინ გაათავისუფლეს. ცნობილია, რომ ისინი იყვნენ პირველი მძევლები იყვნენ, რომლებიც მებრძოლთა დაჯგუფებამ გაათავისუფლა.
0
0