
როგორც ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, „ჰამასის“ დაღუპულ ჯარისკაცს ქიმიური იარაღის დამზადების ინსტრუქცია უპოვეს.
„ფლეშ მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი ინსტრუქცია, რომელიც „ჰამასის“ ბოევიკს აღმოაჩნდა, „ალ-ქაიდას მასალას“ მოიცავს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას იარაღად ციანიდი, უაღრესად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება.
ჩვენ საქმე გვაქვს „ისლამურ სახელმწიფოსთან“, „ალ-ქაიდასთან“ და „ჰამასთან“. ამ მასალაში მოცემულია ინსტრუქციები, თუ როგორ იწარმოება მარტივად ციანიდით და სხვადასხვა ქიმიკატით ქიმიური იარაღი, ასევე საუბარია ხანძრის განზრახ გაჩენაზე“, - თქვა ჰერცოგმა.
ინსტრუქციის შემცველი ფლეშ მეხსიერების ბარათი კიბუც ბეერიში იპოვეს, რომელიც, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“ დაარბია, დახოცა ათობით ადამიანი და მძევლები აიყვანა.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026