10/07/2023
08:25
საზოგადოება
დიდ დიღომში გარდაცვლილი, 12 წლის ანის დედა, ნატო ხუტაშვილი, შვილის მკვლელობის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ მომზადებულ სიუჟეტს სიცრუეს უწოდებს და საზოგადოებას მოუწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდოს.
„ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიარეთ.
ეს გადაცემა არის ტყუილზე აწყობილი და ასეთი გადაცემების კეთება სირცხვილია.
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას გიორგი ბეგლარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უბრალოდ, მინდა განვმარტო, რომ გიორგის გარდაცვალება არანაირ კავშირში არ არის ჩემი შვილის საქმესთან. გიორგი პირადად დამიკავშირდა რამდენიმე თვის წინ და მითხრა, რომ შეეძლო კამერების გასუფთავება, რაზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ. იგი არანაირ ვიდეოს არ ფლობდა, სადაც ნაჩვენებია მკვლელი, ეს არის ტყუილი და „ფორმულას“ მიერ შეთხზული ისტორია! გრცხვენოდეთ ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა, გრცხვენოდეთ.“ - წერს დიდ დიღომში გარდაცვლილი, 12 წლის ანის დედა.
0
0