„გირჩი“ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეურთდება - სანდრო რაქვიაშვილი
A-
+A

ჩვენ ამ აქციას არ შევუერთდებით. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობა ჩემთვის ცოტა გაუგებარია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „გირჩი“ მზადაა, იბრძოლოს უკეთესი სასამართლოსთვის.
„მგონი, თვითონ არ იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოდიოდა და სიტუაციურად რეაგირებენ. პრიორიტეტებს არჩევენ ხან ზუგდიდში და ხან თბილისში, მაგრამ მეორეს მხრივ აქციის გამართვა თავის პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა და აქციის გამართვაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მე მზად ვარ ვიბრძოლო უკეთესი სასამართლოსთვის და რეფორმებისთვის, რომელიც ასეთ პრობლემას მოაგვარებს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზე საუბარი საერთოდ არ მიდის და ამიტომ არ ვუერთდებით“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
0
0
23618
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%