„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.
როგორც ბერძენიშვილმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, საუბრები, რომ „ჩვენ ცალკე გავდივართ“, ეს ოპოზიციურ ამოცანას აზარალებს.
„მივმართავ დღეს გამოკვეთილი 4 პლატფორმის ლიდერებს, რომ სერიოზული კონსულტაციები ჰქონდეთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც ზოგს 10, ზოგს 20, ზოგს 40 ათასი ხმა ნამდვილად აქვს.
რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც დე ფაქტო ჯგუფებში შეთავაზების მიუხედავად, კატეგორიულად იტყვიან, რომ არა, „მე ცალკე გავდივარ და ცალკე უნდა გადავლახო 5-პროცენტიანი ბარიერი “.... ალბათ, ბევრი მიწყენს მაგრამ ჩამოვთვლი... ვერ გადალახავს საპარლამენტო გირჩი 100 ათასიან ბარიერს, ნეტავ, ვცდებოდე. ამიტომ, მათი დღევანდელი საუბრები, რომ ჩვენ ცალკე გავდივართ, ეს რეალურად, ოპოზიციურ ამოცანას აზარალებს.
რისხვას დავიმსახურებ ახლა, მაგრამ ვერ გადალახავს ბარიერს „ევროპული საქართველო“, 1%-ის მიდამოებშია და 5-ჯერ მეტი ამ 10 თვის განმავლობაში არ ექნება. ვერ გადალახავს „ლეიბორისტული პარტია“ ბარიერს. ამიტომ, ამ ვითარებაში ეს ბაქი-ბუქი, რომ „მე 5% მაქვს“, არ აქვს“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
0
0