30/09/2021
21:16
სხვადასხვა
ციალა გურგენიძე ,,სარკესთან” ყვება:
-რამდენიმე ხნის შემდეგ გამომიძახეს და კახეთში გადასაღებ მოედანზე გაპრანჭული, ლამაზად გამოწყობილი გამოვცხადდი. რეჟისორმა თქვა, მაგას ამ როლს ვერ ვათამაშებ, ეს ყარაულაშვილი ქეთო უნდა იყოსო.
ძალიან გავბრაზდი, როლს როგორ მიცვლით-მეთქი. გიორგი შეწუხდა, გადაღებები უკვე დაწყებული იყო. მეხვეწებოდა, დარჩიო. მე კი თავსხმა წვიმაში თბილისში დაბრუნება მინდოდა. ერთმა ნაცნობმა შემაჩერა, რას აკეთებ, ციალა, ეს გიორგი შენგელაიაა, ნიჭიერ კაცს უარს როგორ ეუბნებიო. მართლაც დავრჩი.
ფილმს რომ ვიღებდით, ტყემლის გაკეთების დრო იყო. ვიფიქრე, თბილისში რომ ჩავალ, ტყემალი მოლეული იქნება და უტყემლოდ როგორ დავრჩე-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, სასტუმროში მოვხარშე ტყემალი. უცებ გიორგი შენგელაიამ გამოგვიცხადა, გადაღებები გადაიდო, თბილისში ვბრუნდებითო. ცხელ-ცხელი ტყემალი სასწრაფოდ ქილებში ჩავასხი და თბილისში წამოვიღე. გიორგი შენგელაია გაოცებული მიყურებდა, ყველაფერი მინახავს, მაგრამ ფილმზე მუშაობისას რომ ვინმეს ტყემალი მოეხარშოს, არაო.
გადაღებების დროს გიორგი გაცინებას მიშლიდა. ერთხელ ჭამის ეპიზოდს იღებდა. სხვებთან ერთად მეც გავიცინე. გიორგიმ გადაღება შეწყვიტა და მიყვირა” – ,,ნუ იცინი, ტი სკრომნაია!” (შენ თავდაჭერილი ხარ). ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ კახელები ჩვენებუროს მეძახდნენ და მეფერებოდნენ.
0
0