„ღმერთო, ორი გრამით მეტი ტვინი და სულ ცოტა პასუხისმგებლობის გრძნობა რა გახდა, დაგებერტყა ადამიანებისთვის?“ - ნათია ფანჯიკიძე
08/10/2021
14:11
საზოგადოება
A-
+A
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"რატომ არ ხდება ავარიული სახლების შემოწმება, ბედის ანაბარად როგორ შეიძლება ვცხოვრობდეთ მუდმივად, იმ საქმეში მაინც, რის გათვლა, დათვლა, გათვალისწინება და პრევენცია 100%-ით არის შესაძლებელი? ადამიანის ხელი საკმარისია ასეთი რამისთვის. ჩამონგრეულმა სახლმა ბათუმში ხალხი მოიყოლა. მაშველების იმედიღა მაქვს, იქნებ მსხვერპლი არ იყოს.
პ.ს. პირველ სართულს მაცხოვრებელი არემონტებდა და საყრდენი კედელი მოხსნაო... ღმერთო ორი გრამით მეტი ტვინი და სულ ცოტა პასუხისმგებლობის გრძნობა რა გახდა, დაგებერტყა ადამიანებისთვის?", - წერს ფანჯიკიძე.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ.
0
0
87478
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%