„ღამის კლუბების გახსნას არ მივესალმები“ - ამირან გამყრელიძე
18/12/2021
13:49
COVID-19
A-
+A
დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ღამის კლუბების გახსნის საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა და კლუბების გახსნას არ მიესალმა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ღამის კლუბებმა ღონისძიებები გამართონ.
„მასობრივი თავშეყრები, სადაც მიმდინარეობს კვება, ალკოჰოლის მიღება, ეს არის ყველაზე მთავარი რისკფაქტორი ვირუსული ეპიდემიების დროს. არ მივესალმები კლუბების გახსნას. ვფიქრობ, ეს ჯერ უნდა მოხდეს მხოლოდ პილოტურ რეჟიმში, თუ ამის გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ არ ვურჩევდი ჩემს ახლობლებს კლუბებში წასვლას, მით უმეტეს, „ომიკრონის“ საშიშროება ნამდვილად არის ქვეყანაში. ბუსტერი აუცილებელია გაიკეთოს ყველამ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
0
0
290
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%