
“ათი წამით ახლოს, ე.წ. ბირთვულ აპოკალიფსამდე” - ამ საათის მეშვეობით, "ბირთვული ფიზიკოსების ბიულეტენის" ჟურნალი 1947 წლიდან აღნიშნავს გლობალური კატასტროფის საფრთხის დონეს.
Bulletin of the Atomic Scientists - ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რეიჩელ ბრონსონმა თქვა, რომ ისრების პოზიციაზე გადაყვანის გადაწყვეტილება ადვილი არ იყო.
“ჩვენ ვცხოვრობთ უპრეცედენტო საფრთხის დროს და ”განკითხვის დღის საათი" ასახავს ამ რეალობას. 90 წამი შუაღამემდე - ეს არის ყველაზე მოახლოებული დრო შუაღამემდე, რომელსაც ეს საათი აჩვენებდა თავის ისტორიაში და ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ექსპერტებისთვის არ იყო იოლი. აშშ-ის მთავრობას, მათ მოკავშირეებს ნატო-ში და უკრაინას აქვთ მრავალი არხი დიალოგისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა დრო უკან დააბრუნონ"- თქვა Bulletin of the Atomic Scientists პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რეიჩელ ბრონსონმა.
ცნობისთვის, გასული წლის იანვარში, მეცნიერების საათი, გლობალური ბირთვული კატასტროფის დადგომას 100 წამით საზღვრავდა. ეს მაჩვენებელი უცვლელი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში.
0
0