
„გამაცანით ეს კაცი“- ეს სიტყვები რკინის ლედად წოდებული, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გოლდა მეიერის შვილიშვილმა, მუსიკოსმა გიდი მეიერმა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა. ის, ვისი გაცნობაც გიდი მეიერს სურს, ქართველი მეუფე- ალავერდის მიტროპოლიტი აბბა ალავერდელია.
სწორედ ამ სურვილის ასასრულებლად და საქართველოს მოსანახულებლად, გიდი მეიერი საქართველოშის ეწვია.
გიდი მეიერის სურვილი, შეხვდეს და გაიცნოს აბბა ალავერდელი, ეწვიოს ალავერდის ეპარქიას, ძალიან ემოციურია და ის, მის ბებიას, გოლდა მეიერს უკავშირდება.
აბბა ალავერდელი თავის საჯარო გამოსვლებსა თუ ქადაგებებში, ხშირად ციტირებს ისრაელელი “რკინის ლედის” სიტყვებს.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ გამოსვლას მოუსმინა გიდი მეიერმა, როდესაც საპატრიარქოსთან არსებული ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვდრისას მიტროპოლიტი, გოლდა მეიერის სიტყვებს ციტირებდა.
აბბა ალავერდელი, რომლის არაერთი საგანმანათლებლო გამოსვლა და ქადაგებაა ცნობილი, ქართველ სტუდენტებს საქართველოს წარსულზე, მის გააზრებასა და ქვეყნის მომავალზე ესაუბრებოდა და დიდი ისრაელელი მოღვაწის სიტყვებს იმეორებდა:
„თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან, თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულებების პერიოდში დატოვებენ, თუ გსურთ შექმნათ სახელმწიფო, რომელშიც მომავლისადმი შიშის გრძნობა არ გექნებათ, მაშინ, გადადგით 2 უმთავრესი ნაბიჯი- გამოაცხადეთ კორუფცია ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები, შერაცხეთ ქვყენის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე, სამი პროფესიის ადმიანები- სამხედროები, მასწავლებელები და ექმები, აქციაეთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და პატივსაცემი პროფსიის წარმომადგენლებად და რაც მთავარია -იმუშავეთ, რადგან არავინ გიშველით, არავინ დაგიცავთ საკუთრი თავების გარდა. მხოლოდ თქვენ და არავის სხვას, არ სჭირდება თქვენი ქვეყნის წარმატება და კეთილდღეობა. როდესაც ეს გახდება არა უბრალოდ სიტყვები და ლოზუნგი, არამედ თქვენი ცხოვრების გზა, მხოლოდ მაშინ მიაღწევთ მიზანს“
გიდი მეიერის ეს თხოვნა, უყურადღებოდ არ დაუტოვებია ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატას და მის თავმჯდომარეს იციკ მოშეს, რომელმაც ქართველ აუდიტორიას, სულ ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელით ამცნო, რომ გიდი მეიერი საქართველოს ეწვეოდა.
ცნობისთვის, აბბა ალავერდელის შეხვედრა სტუდენტებთან, ქართულმა საინფორმაციო პორტალმა spacesnews- მა გააშუქა. სწორედ spacesnews-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი გამოაქვეყნა საკუთარ გვერდზე გიდი მეიერმა, რომელსაც მისსავე აუდიტორიაში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გოლდა მეიერი
გოლდა მეიერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ქალი პოლიტიკოსი იყო.
ისრაელის სახელმწიფოსთვის ურთულეს პერიოდში, გოლდა მეიერს ქვეყნის პრემიერ- მინისტრის პოსტი ეკავა. მას არაერთხელ მოუწია შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, უმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
გოლდას, ებრაელმა ხალხმა „ისრაელის დამფუძნებელი დედა“ და „რკინის ქალბატონი“ შეარქვა, რაც ნათელს ხდის, რამდენად მნიშნელოვანი იყო მისი პოლიტიკური ღვაწლი ებრაელი ერისთვის.
ისრაელის დაფუძნებამდე რამდენიმე წლით ადრე, გოლდა სათავეში ჩაუდგა ებრაულ- სიონისტურ მოძრაობას და შექმნა ისრაელის სახელმწიფო. ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს, ხელი 24-მა ადამიანმა მოაწერა, რომელთაგან ერთ-ერთი, სწორედ გოლდა მეიერი იყო.
0
0
1 აპრილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
30/03/2026