06/08/2023
22:29
საზოგადოება
უკვე რამდენიმე დღეა 28 ივლისიდან გაუჩინარებულ და გარდაცვლილ ოკუპირებული გალის მკვიდრს 28 წლის ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 100-მდე პირია ჩართულია.
ცხედარს ეძებენ ვარდნილჰეს სამის და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე,სადაც მდინარე ენგური ზღვას უერთდება.
„ეხლა წვიშბას ოჯახის წევრების მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს ქალის ცხედრის პოვნა.
აინარ წვიშბას ხელს აფარებს მამა თამაზ წვიშბა, რომელიც დიდი გავლენებით სარგებლობს აფხაზეთში.
მას აქვს ბენზინის და ფქვილის ბიზნესი,ასევე ხელს უწყობს ამ ყველაფერს მისი სიძე,ქალიშვილის ქმარი,რომელიც გალის უშიშროებაში მუშაობს.
ეს მამაც უშუალოდ მონაწილეობდა ნათიას ცხედრის გადამალვის პროცესში. ოთხი დღე იჯდა წინასწარი დაკავების იზოლატორში და მერე გამოუშვეს.
როგორც კი მისმა შვილმა ნათია მოტყუებით მანქანაში ჩაისვა, ცოლობაზე უარი მიიღო და მოკლა, მან პირველი მამას დაურეკა და აცნობა ამის შესახებ.
მამა კი თანამზრახველებთან ერთად მონაწილეობდა ცხედრის გადამალვის პროცესში.
ორი დღე დაჰქონდათ მანქანით ცხედარი.
გალში მოვიდა სალონში თმის შესაჭრელად და მანქანაში ცხედარი ედო.
უნდა როგორმე დაიძვრინონ თავი და ეს ამბავი ჩაფარცხონ. შეურაცხადის საბუთს უკეთებს შვილს",-გვეუბნება ინფორმირებული წყარო ოკუპირებული რეგიონიდან.
ამავე ცნობით,მოკლული ბახტაძის დედა იამზე აგუმავა მომხდარი ფაქტზე ბოლომდე რეაგირებას ითხოვს და წვიშბას დასჯას.
მას 6-იდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
28 წლის ქალი 28 ივლისს გაუჩინარდა. მის ცხედარს კი ამ დრომდე ეძებენ.
0
0