07/08/2023
13:25
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის აქტიური ფაზა დაიწყო, თუმცა ეს აგრესია არც მანამდე შეწყვეტილა.
„ეს აგრესია გრძელდება დღემდე, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს არ სურს იმ ფაქტის მიღება, რომ გვინდა ვიყოთ თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო თავისუფალი ადამიანებით. ამ ადამიანების მსხვერპლმა მისცა შანსი საქართველოს, რომ სახელმწიფოებრიობა შეენარჩუნებინა.
ეს მსხვერპლი რომ არა, შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო სწრაფად და მომხდარიყო იმ მასშტაბის ტრაგედია, რაც მოხდა 1921 წელს, როდესაც თაობები შეეწირა საბჭოთა ჯოჯოხეთში ცხოვრებით ამ ყველაფერს.
დღესაც ეს საფრთხე გამქრალი არაა და ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლობაა, არ დავუშვათ ის, რომ შემდეგმა თაობებმა ვერ იცხოვრონ თავისუფალ, ღირსეულ, სუვერენულ ქვეყანაში“, - განაცხადა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0