„მედიაგარემო პოლარიზებულია, ევროპაში რომ მომხდარიყო მსგავსი ფაქტები, ტელევიზიას დახურავდნენ, ჩამოართმევდნენ ლიცენზიას, სასამართლოში საქმე აღიძვრებოდა. ვინმე პოლიტიკოსის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადების გამო არხს უჩივლებდნენ,“- ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში ლატვიელმა პოლიტოლოგმა რეინის ტოჩელოვსკისმა საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე კომენტირებისას განაცხადა.
„ჩემი შეფასებით, მედიაგარემო პოლარიზებულია. ის ბრალდება, რომ მედია, სიტყვის თავისუფლება იზღუდება, აბსოლუტური სიცრუეა. არსებობს მედია საშუალებები, რომლებიც აშკარად ოპოზიციურ ინტერესს ატარებენ. ეს მეგობრებთან განვიხილე, ვისაუბრეთ და ვიგებ, რომ ხშირად ოპოზიციური მედია აშუქებს სიცრუეს და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას. ჩემი აზრით, ევროპაში რომ მომხდარიყო მსგავსი ფაქტები, ტელევიზიას დახურავდნენ, ჩამოართმევდნენ ლიცენზიას, სასამართლოში საქმე აღიძვრებოდა. ვინმე პოლიტიკოსის მიმართ შეურაცხმყოფელი განხცხადების გამო არხს უჩივლებდნენ. ჩემი აზრით, უნდა იყოს რეგულაციები, კულტურა, თუ ცივილიზებულ სამყაროზე ვლაპარაკობთ, არ არის ზღვარგადასულობა მისაღები.“- განაცხადა რეინის ტოჩელოვსკისმა.
მისი თქმით, საქართველო დემოკრატიულ სისტემებს ნერგავს, მედია ამ სისტემის ერთ-ერთი ელემენტია.
„არ ვიცი როგორ, მაგრამ ვიმოდოვნებ, რომ მალე საქართველოში მეტი ობიექტური მედია გაჩნდება, ასევე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტები, რომლებიც ობიექტურები იქნებიან და სიტუაციას მრავალი კუთხიდან, პერსპექტივიდან დაინახავენ და წარმოაჩენენ. სამწუხაროდ, ოპოზიციური მედია თავს ნებას რთავს გააშუქოს ისეთი რაღაცები, რასაც დასავლურ სამყაროში მედია არ დაუშვებდა. მაგრამ ისაა, რაცაა და ეს არის დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმის პროცესი.“- განაცხადა ლატვიელმა პოლიტოლოგმა რადიო “სივრცის” ეთერში.
0
0