26/04/2022
14:38
პოლიტიკა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება. შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. "კურიერმა" ინფორმაციის გადამოწმება პირადად გიორგი მარგველაშვილთან სცადა, თუმცა მან ამ ეტაპზე კამერის წინ გამოჩენა არ ისურვა, სატელეფონო კომენტარში კი ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა.
ვითარებაში გასარკვევად, "კვირის პალიტრა" ყოფილ პირველ ლედის - მაკა ჩიჩუას დაუკავშირდა:
„ანუ, გიორგი მარგველაშვილი ხდება მიხეილ სააკაშვილი? პირდაპირ მეცინება... ამ ინფორმაციას, ძირითადად, "ქოცები" აზიარებენ! ეს მართლაც რომ ხდებოდეს, "მთავარი არხი" პირველი არ იტყოდა?! ეგენი არ არიან "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი უსტაბაშები და გამხმოვანებლები?! უმათოდ როგორ მოხდებოდა?! ეს ყველაფერი ხომ რაღაცების გადაფარვაა?! მაგალითად, გუშინდელი ბორინკას ამბის... კი, ბატონო, ეგრე ეგონოთ! რაღაც თავიანთ საქმეს აკეთებენ, რაღაცას "იჩალიჩებენ"!
არც მგონია, მოვლენები ოდესმე ეგრე განვითარდეს! მათ აწყობთ, ახლა ასეთი რამ! "მარგველა" არის ისეთი ტიპი, რომელსაც საკმაოდ აქვს თავისი სიტყვის ძალა, ხალხის ნდობა..." - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
კვირის პალიტრა
0
0