-share.jpg)
„მიშა ხომ ასე აყენებს საკითხს, რომ - ვინც მე დამიპირისპირდება, უნდა განულდეს და ამაზე მუშაობს მთელი პროპაგანდისტული მანქანა, პრობლემა ხომ ეგ არის“, - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრ ლანა ღვინჯილიასთან კამათისას თქვა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის გამო, ტელეკომპანია „მთავარი“ მის აქტივობებს ეთერიდან ბლოკავს.
„მთავარი“ ვერ დამბლოკავს მე ეთერიდან და ვერ დამაშანტაჟებს? რამდენი ქართველი ქალი პოლიტიკოსი იცით, რომელიც ამერიკის საგარეო მდივნის გვერდზე იჯდა და ეს საგარეო მდივანი, ჰილარი კლინტონი მასთან აღიარებდა ამერიკის საგარეო პოლიტიკის შეცდომებს? ეს არც ერთ ოპოზიციურ არხზე გარდა ინგასი [ტვ პირველი] არ გაშუქებულა, ცით რატომ? იმიტომ, რომ მე მიშა სააკაშვილს ვუპირისპირდები და არა იმიტომ, რომ ეროვნული მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას. ეს არის მიშას დანერგილი პრაქტიკა, რომ - ვინც მე დამიპირისპირდება, უნდა განულდეს. აქ ვერ იქნება თავისუფალი კოლაბორაცია, სანამ ეს არ ჩამოინგრევა. ამას ვანგრევ, ამაზე ვლაპარაკობ, რომ ხალხმა გაიგოს, რატომ არ ჩანს ჩვენი დღის წესრიგი - იმიტომ, რომ არ არსებობს თავისუფალი ტელევიზია“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
0
0