06/10/2021
10:09
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი აქვე რუსეთის პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ერთი ქვეყანა გადაწყვეტს ნატოში გაწევრიანდეს, ეს საკითხი ეხება მხოლოდ ნატოს და ამ ქვეყანას, მეტს არავის.
„ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები იქნებიან. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. ვიდრე ისინი არ არიან წევრები, მეტად უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში.
იმედი მაქვს, რომ მივალთ ამბიციურ გადაწყვეტილებებამდე მომავალი სამიტისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ ცვლის ქვეყნის სუვერენულ უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი გზა“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ნატოსა და რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში ოპტიმისტური განწყობა შეიცვალა ნაწილობრივ 2008 წელს, როცა რუსეთი შევიდა საქართველოში და შემდეგ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიით.
მისი თქმით, ნატოსა და რუსეთს შორი ურთიერთობა ახლა ალბათ „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
0
0