
„ენჯეოების“, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და საქართველოს პრეზიდენტის ცალ-ცალკე ხსენებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ისინი არიან ერთი მხარე“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას მოუწევს აღიარება რომ საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუცია.
„ენჯეოების“, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და საქართველოს პრეზიდენტის ცალ-ცალკე ხსენებას, მერწმუნეთ, არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ისინი არიან ერთი მხარე - მხარე, რომელიც ოპოზიციაში არის საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან. ესენი არიან ერთი ძალის შემადგენელი სამი სუბსტანცია, რომლებიც ასრულებენ დავალებას და ატარებენ ინტერესს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის.
აქ პოზიტიური, რაც შეიძლება დავინახოთ, არის ის, რომ მათ მოუწიათ აღიარონ, რომ საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ბუნებრივია, ძნელია იმის პროგნოზირება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა ის მისაღები უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და საზოგადოების წევრისთვის“, - აცხადებს ოდიშარია.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ ოპოზიციური ძალების მიერ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს.
0
0