25/09/2024
19:37
არჩევნები 2024
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შეუერთდა. ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი არის "პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი".
„ძალიან დიდი სიამაყით, პატივისცემით მინდა გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ მოძრაობას, დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა. უერთდება ძალიან სერიოზული მხარდამჭერი, ადამიანი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე, ადამიანი, რომელიც ორივე ხელისუფლების დროს იყო, პრაქტიკულად, ოპოზიციაში. ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა ინსტიტუტი და ინსტიტუტები, რომ არ მოქცეულიყო ვიღაცის გავლენის ქვეშ. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უწესიერესი ადამიანი, რაც ყველაზე მთავარია, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის.
მე მინდა, მივესალმოთ საქართველოს მე-4 პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილის წარდგენისას.
0
0