„დორტმუნდმა“ პსჟ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს
08/05/2024
05:17
სპორტი
A-
+A
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „დორტმუნდი“ „პარი სენ-ჟერმენს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი მატს ჰუმელსი გახდა, რომელმაც პარიზელების კარი 50-ე წუთზე აიღო.
ამგვარად, ორი მატჩის ჯამში გერმანულმა კლუბმა 2:0 გაიარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა.
„დორტმუნდის“ მეტოქე ხვალ, 8 მაისს გაირკვევა, როდესაც ერთმანეთს მდრიდის „რეალი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური მატჩი მიუნხენში გაიმართა და 2:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ფინალის საგზური ისტორიაში მესამედ მოიპოვა – დორტმუნდელებმა პირველად ეს 1997 წელს მოახერხეს, მეორედ კი 2013-ში.
0
0
54
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%