23/10/2022
19:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი აცხდებს, რომ არ არის საკმარისი რუსეთის მიმართ მოწოდებები, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარები გაიყვანოს, ამის ნაცვლად იარაღი და სანქციებია საჭირო, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის.
ამის შესახებ ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე დაწერა.
„დიდმა შვიდეულმა მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ აღადგინოს უკრაინის სრული კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაიყვანოს თავისი პერსონალი და ძალები სადგურიდან. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოქვაბულის ადამიანებს მხოლოდ ძალის ენა ესმით“,- დასძინა მან.
ამასთან, პრეზიდენტის აპარატის უფროსის თქმით, ამ ომმა დაამტკიცა, რომ რუსული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის ქვეშ უკან იხევენ და რომ სისტემური სანქციების შედეგად რუსული ეკონომიკა იშლება.
0
0