16/11/2022
14:55
მსოფლიო
„დიდი ოცეულის“ სამიტი, სადაც მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი იყო, დასრულდა.
„დიდი ოცეულის“ ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უმკაცრესად გმობენ. დეკლარაცია „დიდი ოცეულის“ ყველა წევრმა დაამტკიცა.
„დიდი ოცეულის“ ლიდერები დოკუმენტში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართალი უნდა იყოს დაცული, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა დაუშვებელია.
მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას.
დეკემბრიდან „დიდი ოცეულის“ სამიტს თავმჯდომარეობას ინდოეთი გაუწევს. მომდევნო სამიტი სექტემბერში ჩატარდება.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის, განცხადებით, სამიტზე ის ყურადღებას გაამახვილებს "ციფრული უფსკრულის" გადალახვაზე, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
„ინდოეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, ციფრულ მონაცემთა განვითარება-დამუშავების პრინციპი საერთო თემის განუყოფელი ნაწილი იქნება”, - თქვა ნარენდრა მოდიმ.
0
0