07/11/2022
10:53
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორსკსა და ფლორიდაში ამომრჩევლებს მიმართეს.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ამერიკა კომუნიზმისკენ მიჰყავთ.
„დემოკრატებს სურთ, ამერიკა გადააქციონ კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად. მივმართავ ყველა ლათინოამერიკელს ფლორიდასა და მთელს მიწაზე, მოგესალმებით გაშლილი ხელებით ჩვენს [„რესპუბლიკურ“] პარტიაში“, - განაცხადა ტრამპმა მაიამიში ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს.
ტრამპმა ასევე ამომრჩევლებს მიანიშნა, რომ 2024 წელს შესაძლოა, კვლავ იყაროს კენჭი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
მან ამომრჩევლებს მიმართა, რომ ორშაბათს „თვალყური ადევნონ“ მის კამპანიას ოჰაიოში.
აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება. გამოკითხვების შესაბამისად, „დემოკრატები“, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
0
0