11/11/2021
14:54
მსოფლიო
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მკვლევარების აზრით, დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის ამჟამინდელი შემცველობა დიდხანს არ გაგრძელდება... ამიტომაც სამომავლოდ (მართალია, საკმაოდ შორეულ პერსპექტივაში, მაგრამ მაინც), „ლურჯ პლანეტაზე“ ყოველივე ცოცხალი არსება გაქრება“.
იაპონელმა და ამერიკელმა მკვლევარებმა ხოძუმი ოზაკმა და კრის რეინჰარდმა შექმნეს დედამიწის კლიმატური, ბიოლოგიური და გეოლოგიური სისტემების მოდელი, რათა დაედასტურებინათ პროგნოზი, თუ როგორ შეიცვლება ატმოსფერული პირობები პლანეტაზე. კვლევა წარმოებდა აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) პროექტის ჩარჩოებში დედამიწის პერსპექტივის შესახებ. „ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადი დიდხანს აღარ იქნება და საბოლოოდ მთლიანად გაქრება“, - ამბობს ხოძუმი ოძაკი.
მკვლევარების გამოთვლით, რამდენიმე ათასი წლის შემდეგ დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადი მხოლოდ 1% დარჩება, რაც სიცოცხლის გაქრობას გამოიწვევს (შედარებისთვის: დღეს ატმოსფერო 21% ჟანგბადს შეიცავს). ამ მოვლენის მტავრი მიზეზი ისაა, რომ მომავალში მზე სულ უფრო ცხელი გახდება და შესაბამისად, უფრო მეტ ენერგიას გამოჰყოფს. ექსპერტებმა განსაზღვრეს, რომ ტემპერატურის მატებით ატმოსფეროში უფრო მეტი ნახშირორჟანგი CO2 იქნება, მაგრამ იმავდროულად ის მაღალი ტემპერატურის შედეგად დაიშლება. ეს ნიშნავს, რომ CO2-ისშემცველობა ჰაერში ძალიან შემცირდება და ფიტოსინთეზირებადი ორგანიზმებისათვის (მცენარეების ჩათვლით) საკმარისი აღარ იქნება. მოხდება ჯაჭვური რეაქცია - ჟანგბადის გამომყოფი ორგანიზმების დაღუპვა გამოიწვევს ჟანგბადის შემცირებას, გაიზრდება მეთანის შედგენილობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის „სათბურის“ ეფექტს დედამიწისათვის“.
ხოძუმი ოზაკისა და კრის რეინჰარდის აზრით, დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობის დაკლება 2,4 მილიარდი წლის წინ მომხდარ „ჟანგბადურ კატასტროფას“ შეიძლება შევადაროთ: „ადამიანის მაცოცხლებელი ელემენტის შემცველობის დაკლება ძალიან კრიტიკული იქნება - მისი რაოდენობა ჰაერში, ახლანდელთან შედარებით, მილიონჯერ ნაკლები იქნება... როგორც კი დედამიწის ატმოსფეროში ცვლილებები დაიწყება, პროცესი სწრაფად განვითარდება. პლანეტა ჟანგბადს ათი ათასი წლის განმავლობაში დაკარგავს“.
რა თქმა უნდა, ასეთი პერსპექტივა ცუდია, მაგრამ არის „კარგი ამბავიც“, თუ შეიძლება ასე ითქვას: ამ საშინელ სცენარამდე მილიონობით წელი გვაშორებს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ კოსმოსურ კატასტროფებს (ასტეროიდების შეჯახებას), ვინ იცის, იარსებებს კი ჟანგბადის შემცირებამდე დედამიწა?“ - ასეთი რიტორიკული კითხვაა დასმული სტატიის დასასრულს.
0
0