03/08/2023
17:13
საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი სანთელაძემ განაცხადა, რომ შოვში მეწყერის შედეგად გზა დაზიანდა, ხოლო დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"დაზიანებულია გზა, როგორც ვიცი სხვა მხრივ მშვიდობაა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ძალები, დაწყებულია სამაშველო ღონისძიება," - აცხადებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი სანთელაძე.
სასტუმრო “სანსეტ შოვის” ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, რაჭაში, შოვში, მეწყერში 16 ადამიანი მოყვა მათ შორის 6 ბავშვია. შემთხვევა სულ ცოტა ხნის წინ სასტუმრო “სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
0
0